loader

3 წლის გოგონა, რომელსაც მამინაცვალი გამუდმებით აუზში აგდებდა, დაიხრჩო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 წლის გოგონა, რომელსაც მამინაცვალი გამუდმებით აუზში აგდებდა, დაიხრჩო

ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც აღბეჭდილია 3 წლის გოგონას ბოლო წუთები, რომელიც მამინაცვალთან ერთად სასტუმროს აუზზე ისვენებდა. შოკისმომგვრელ კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი პატარას გამუდმებით აუზში აგდებს. პოლიციის განცხადებით, ბავშვის დედას სასტუმროს ნომერში ეძინა, როცა მამინაცვალმა გოგონა აუზზე "გასართობად" გაიყვანა. როდესაც ქალმა პარტნიორი და შვილი მოიკითხა, აღმოაჩინა, რომ ბავშვი აღარ სუნთქავდა. იგი სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც დადასტურდა, რომ პატარა ასფიქსიით დაიღუპა. ბავშვის მამინაცვალი დააკავეს.