loader

"ალის" სკულპტურა სპეციალური რკინის კონსტრუქციით მოხსნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალის" სკულპტურა სპეციალური რკინის კონსტრუქციით მოხსნეს

ბათუმის სანაპიროზე მდებარე "ალი და ნინოს" დემონტაჟი დასრულდა. ძეგლის ადგილმონაცვლეობის პროცესი გვიან საღამოს დაიწყო და თითქმის 5 საათი გაგრძელდა. ალის მონუმენტს სპეციალური რკინის კონსტრუქცია მოარგეს და ისე მოხსნეს ცენტრალური მექანიზმიდან. რაც შეეხება გუშინ დაზიანებულ ნინოს მონუმენტს, ჯერ დაზიანებულ ფრაგმენტებს აღადგენენ, ხოლო შემდეგ იგივე მეთოდით გადაიტანენ ახალ პლატფორმაზე. "ალი და ნინოს" სკულპტურა გუშინ დაზიანდა, როდესაც ნინოს დემონტაჟს ცდილობდნენ. ძეგლის ადგილმონაცვლეობისთვის ბიუჯეტიდან 234 975 ლარი გამოიყო. სატენდერო პირობების მიხედვით, დემონტაჟისა და მონტაჟის დროს ქანდაკების დაზიანების შემთხვევაში, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა კომპანია "არნაბი 21"-ს ეკისრება. "ალი და ნინოს" სკულპტურას ძველი ადგილიდან 50 მეტრში გადაიტანენ.