loader

მრევლის მსვლელობა თბილისის ქუჩებში ანჩისხატის კანონიკური ასლით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მრევლის მსვლელობა თბილისის ქუჩებში ანჩისხატის კანონიკური ასლით

ისრაელისა და ტაო-კლარჯეთის მოლოცვის შემდეგ ანჩისხატის კანონიკური ასლი თბილისში შემობრძანდა. რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხატს მომლოცველები დახვდნენ. ანჩისხატის კანონიკური ასლით ისრაელისა და ტაო-კლარჯეთის მოლოცვის 11-წლიანი ტრადიციის შესახებ ჟურნალისტებს ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა.

მისივე თქმით, წელს ანჩისხატის გზა, ტრადიციულად, ისრაელიდან 19 აგვისტოს, თაბორის მთიდან დაიწყო. ზაზა ნანობაშვილის ინფორმაციით, წმინდა მიწაზე, იერუსალიმში ხატმა მაცხოვრის აღდგომის, ასევე, ღვთისმშობლის მიძინების ადგილები მოილოცა, შემდგომ ანჩისხატის კანონიკური ასლი ლოდში, წმინდა გიორგის ტაძარში მიაბრძანეს, იერუსალიმიდან სალიტანიო ანჩისხატი ტაო-კლარჯეთში იმყოფებოდა, კერძოდ, ანჩაში, სადაც ხატი საუკუნეების მანძილზე იყო დაბრძანებული. ხელთუქმნელ ხატს სახელწოდება ანჩისხატი სწორედ აქედან ეწოდა. ხვალ ხატს ისევ ხელოვნების მუზეუმის წინ სამლოცველოში მიაბრძანებენ, სადაც იგი უკვე წლებია იმყოფება.