loader

გერმანიაში სამკურნალოდ გაგზავნილი 4 წლის ბიჭის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიაში სამკურნალოდ გაგზავნილი 4 წლის ბიჭის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

გერმანიაში სამკურნალოდ გაგზავნილი 4 წლის ბიჭის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. ბავშვს საქართველოში ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის შედეგები 45 დღეში გახდება ცნობილი. ოჯახის განცხადებით, დაღუპულს გარეგნული დაზიანებები არ ეტყობა. როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს, ბავშვს გერმანიაში ჩაუტარდა სასუნთქი გზების გამოკვლევა, რომლის შედეგებიდან გამომდინარე გერმანელმა მედიკოსებმა გადაწყვეტილება გულის ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით შეცვალეს და ოპერაცია მომავალი წლის თებერვალში დანიშნეს. თუმცა ბიჭუნა გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, გამთენიისას გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილი ბავშვის მამამ, ვანო დვალიშვილმა განაცხადა, ოჯახს გადასცეს გერმანელი მომვლელი ქალის ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ 22 აგვისტოს, დილის 5 საათზე ანდრიამ გაიღვიძა, აფორიაქებული იყო და ვერ აწყნარებდნენ. მოგვიანებით ბავშვი დაამშვიდეს და დაიძინა. დაახლოებით დილის 6-ის ნახევარზე კი მომვლელი ოთახში რომ შევიდა ბავშვი აღარ სუნთქავდა.

ოჯახის განცხადებით, ბავშვი უყურაღებობის მიზეზით გარდაიცვალა. 4 წლის ანდრიას ხვალ გორში დაკრძალავენ.

ავტორები: სალომე გოგოხია; გიორგი ღუდუშაური

იხილეთ: გერმანიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ბავშვი - ოჯახი ცხედარს 4 დღეა ვერ პოულობს