loader

"თავდასხმა" ბათუმის დელფინარიუმზე ცრემლსადენი გაზით და დელფინების გათავისუფლების მოთხოვნით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავდასხმა" ბათუმის დელფინარიუმზე ცრემლსადენი გაზით და დელფინების გათავისუფლების მოთხოვნით

ბათუმის დელფინარიუმში 6 მამაკაცი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა, - ამის შესახებ "პალიტრა ტვ"-ს დელფინარიუმის პიარ მენეჯერმა ბერდია კუტუბიძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, 6 ახალგაზრდა ამბობდა, რომ დელფინები ციხეში არიან ჩაკეტილები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. მისივე თქმით, პოლიციამ ახალგაზრდების ჯგუფი დააკავა და დაკითხვაზე წაიყვანა.

"30 აგვისტოს, ბათუმის დელფინარიუმში დაახლოებით 16:00 შემოიჭრა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც თვითნებურად გაარღვია კორდონი, შეიჭრნენ დელფინთან ინტერაქტივისთვის განკუთვნილ ზონაში და დაარბიეს სამუშაო პროცესი. დელფინარიუმის დაცვის წევრების რეაგირებას მათ ფიზიკური აგრესიითა და ცრემლსადენი ტოქსიკური აირის გამოყენებით უპასუხეს. დაზიანებულია დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, სტრესის ქვეშ იმყოფება რამდენიმე მოქალაქე, როგორც საქართველოს, ასევე უცხოელი ვიზიტორები, რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი", - ნათქვამია "შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის" განცხადებაში.

ინციდენტის შემდეგ მომხდარი კადრები და ფოტომასალა ბათუმის დელფინარიუმის youtube-ის გვერდზე გავრცელდა.