loader

ვიდეოფაქტი: საძოვარი ქუთაისის პარლამენტის ტერიტორიაზე, ფეკალური მასები და მოშლილი ინფრასტრუქტურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოფაქტი: საძოვარი ქუთაისის პარლამენტის ტერიტორიაზე, ფეკალური მასები და მოშლილი ინფრასტრუქტურა

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა მუშაობას 2 სექტემბრიდან განაახლებს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიას ხშირად ქუთაისში ჩამოსული ტურისტები სტუმრობენ და ის ადგილობრივების თავშეყრის ადგილიცაა, თუმცა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია საშინელ მდგომარეობაშია. აქ მთლიანად მოშლილია ინფრასტრუქტურა. ყოფილი მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც უფუნქციოდაა დარჩენილი და რომელიც პარლამენტის შენობასთან მდებარეობს, მოუვლელი ბალახი ბიბინებს.

პარლამენტის შენობასთან ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად შინაურ პირუტყვს აძოვებს, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე პირუტყვის ფეკალური მასებია მობნეული. პარლამენტის შენობასთან მოჭრილი ბალახის გატანა არ ხდება, რის გამოც შენობასთან თივის ზვინები დგას. დამშრალია საკანონმდებლო ორგანოსთან მდებარე აუზიც.

ავტორი: ირაკლი აკობია