loader

მარნეულში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ONE CAUCASUS" გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარნეულში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ONE CAUCASUS" გაიმართა

მარნეულში, სოფელ წერაქვი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ერთიანი კავკასია" -"ONE CAUCASUS" გაიმართა. ფესტივალი რომელიც 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თავს უყრის მუსიკოსებს, ხელოვანებს, ანიმატორებს, არქიტექტორებს და მოხალისეებს როგორც კავკასიის რეგიონიდან, ასევე მთლიანად მსოფლიოდან.

ფესტივალის გახსნას ესწრებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მეზობელი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, სხვადასხვა სამინიტროს წარმომადგენლები, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და სხვა მოწვეული სტუმრები.

პროექტი ხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანადგომით და პოლონეთის რესპუბლიკის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში კი ა.(ა)ი.პ"ერთიანი კავკასია" და ფონდი"სხვა სივრცე" ("Other Space Fundation") ახორციელებს.