loader

"700-მდე ბავშვი პასუხს ელოდება, გვითხრან, რა გველის..." - აბიტურიენტების მჯდომარე აქცია განათლების სამინისტროსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"700-მდე ბავშვი პასუხს ელოდება, გვითხრან, რა გველის..." - აბიტურიენტების მჯდომარე აქცია განათლების სამინისტროსთან

განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტებმა მჯდომარე აქცია გამართეს. ისინი სამინისტროს შესასვლელთან ტროტუარზე მას შემდეგ დასხდნენ, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის პოზიციას გაეცნენ, რომლის თანახმადაც, მეორადი ჩარიცხვები არ მოხდება.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ საჭირო გახდება, სამინისტროსთან მოიტანენ ლეიბებს, მათ შეუერთდებიან აბიტურიენტები რეგიონებიდანაც და აქციას არ შეწყვეტენ. "სანამ მეორადი ჩარიცხვები არ იქნება, ამ ტერიტორიას არ დავტოვებთ. შევეცდებით, ვიყოთ ბევრნი, თუ საჭირო გახდება, ლეიბებსაც მოვიტანთ", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.