loader

უარი აივ-ინფიცირებულებს: ექსპერიმენტი თბილისის სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სალონებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უარი აივ-ინფიცირებულებს: ექსპერიმენტი თბილისის სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სალონებში

აივ-შიდსის მატარებელ პაციენტებს არა მარტო საზოგადოება, არამედ სამედიცინო დაწესებულებებიც ავიწროებენ, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებებს კანონი ავალდებულებს, ნებისმიერ პაციენტს თანაბარი მომსახურება გაუწიონ, ხშირად კანონის დამრღვევები თავად მედიკოსები ხდებიან.

ამის ნათელი მაგალითია ვიდეო, რომელიც მომხმარებელმა სანდრო პაპავამ youtube-ზე განათავსა. "როგორ ექცევიან აივ/შიდსით ინფიცირებულ ადამიანებს სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სილამაზის სალონებში. ვიდეო ანახებს, თუ რა მაღალია სტიგმის დონე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ სტერეოტიპებისგან არ არის თავისუფალი სამედიცინო სექტორი" - ვკითხულობთ ვიდეოზე მინაწერში. ექსპერიმენტის შედეგი თავად ნახეთ.