loader

პარიზში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარიზში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა

პარიზში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, ორი მათგანი ხანძრის გამო ფანჯრიდან გადახტა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია.

ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ უცნობია. ცეცხლი ადგილობრივი დროით დილის 4:30 საათზე ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა, მოგვიანებით კი თითქმის მთელ შენობას მოედო.

ხანძრის ჩაქრობას 100-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა. შემთხვევის ადგილას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და ქალაქის პოლიციის უფროსიც მივიდნენ.