loader

"ივანიშვილს ვადანაშაულებ, რომ ერთ "სოროსელს" საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა" - თამაზ მეჭიაური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ივანიშვილს ვადანაშაულებ, რომ ერთ "სოროსელს" საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა" - თამაზ მეჭიაური

ბიძინა ივანიშვილს დავადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ "ენჯეოელ სოროსელს", რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა , რომლითაც ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭაურმა გააკეთა.

ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გამოყოფისა და ცალკე სააგენტოს ჩამოყალიბების მიზანშეწონილობაზე საუბრისას, მეჭიაურმა ლარის კურსის ვარდნაზე გაამახვილა ყურადღება. დეპუტატის თქმით, ლარის გაუფასურებას ოპოზიცია მოსახლეობაში პროტესტის გამოწვევის და ამის ხელისუფლებისკენ მომართვის მიზნით იყენებს.