loader

მაია ასათიანის ცოტა უცნაური სხვა "პროფილი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაია ასათიანის ცოტა უცნაური სხვა "პროფილი"

მაია ასათიანი სხვა "პროფილით" ბრუნდება - ასე აანონსებს "რუსთავი 2" ახალ სეზონზე გადაცემის დაწყებას, რომელიც ავტორების თქმით, წინა სეზონებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. "როდესაც დგება დღე და დუმილი უკვე დანაშაულია" - ვკითხულობთ გადაცემის პრომოში, რომელსაც უკვე მოჰყვა გამოხმაურება "ფეისბუქზე".

"ბოლოს +18 დაგეწერათ"; "არ ვიცი, როგორი იქნება პროფილი 17 სექტემბრიდან, მაგრამ ბევრი ვიცინე"; "აშმალახა"; "მეგონა ბანდერასიც გამოჩნდებოდა" - წერენ ვიდეოს კომენტარებში, "რუსთავი 2"-ის "ფეისბუქის" გვერდზე. უარყოფით კომენტარებს უპირისპირდებიან გადაცემის გულშემატკივრები, რომლებიც იწონებენ ცვლილებას და წამყვანის შეცვლილ იმიჯს.