loader

ცნობილი ჟურნალისტების მიმართვა 26 წლის ნინო სულაბერიძის სიცოცხლის გადასარჩენად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი ჟურნალისტების მიმართვა 26 წლის ნინო სულაბერიძის სიცოცხლის გადასარჩენად

26 წლის ნინო სულაბერიძეს სიცოცხლის გადასარჩენად დახმარება სჭირდება. საწყის ეტაპზე გერმანიაში გამოკვლევა 25 ათასი ევრო ჯდება, დანარჩენს კი მკურნალობის პროცესი გამოავლენს. ნინო სულაბერიძის დასახმარებლად ქართველი ჟურნალისტები გაერთიანდნენ და ამ ვიდეორგოლით საზოგადოებას კოლეგის გადარჩენას მოუწოდებენ.

სულაბერიძემ facebook-ის პირად გვერდზე ცოტა ხნის წინ მიმართვა გამოაქვეყნა: "თავის ტვინზე სიმსივნური წარმონაქმნი მაქვს, რომლის ამოკვეთის ოპერაცია ოთხი თვის წინ საქართველოში გავიკეთე, თუმცა უშედეგოდ... აღმოჩნდა, რომ ისეთ რთულ ადგილასაა, ხელახალი ოპერაცია და მკურნალობაა საჭირო, რომელიც 15 სექტემბერს არის დაგეგმილი გერმანიის კლინიკაში და რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ვინც კარგად მიცნობს, მან იცის, როგორი რთულია ჩემთვის დახმარების თხოვნა, თუმცა, როცა დამირეკეს და მითხრეს, ორგანიზება გავუკეთოთ ყველაფერს შენ დასახმარებლადო, მივხვდი, არაფერია გვერდში დგომის ფასი, ვერაფერს გააკეთებს ადამიანი მარტო და სიამოვნებით დავთანხმდი. არ შეიძლება დახმარებაზე და სიკეთის კეთებაზე უარის თქმა".

დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე - "საქართველოს ბანკი" - GE80BG 0000000562802100 ან დარეკეთ ნომერზე, მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის - 0901701008; ზარის ღირებულება 1 ლარი.