loader

მოთამაშეების ფარული ჩაწერა და სესხები ფსონებისთვის - სამართლებრივი დევნა კაზინო "აჭარის" ხელმძღვანელი პირების მიმართ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოთამაშეების ფარული ჩაწერა და სესხები ფსონებისთვის - სამართლებრივი დევნა კაზინო "აჭარის" ხელმძღვანელი პირების მიმართ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს "კაზინო აჭარის" მმართველი დირექტორის, ვედრან ბაიატის, მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ვიკტორ ტროიცკის და იურიდიული პირის - შპს "კაზინო აჭარის" მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

სისხლის სამართლებრივი დევნა სამორინეს სახელითა და მის სასარგებლოდ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და მოთამაშეთა კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება-ჩაწერის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "კაზინო აჭარის" მმართველი დირექტორი ვედრან ბაიატი, მიუხედავად სამორინეების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვისა, არღვევდა ლიცენზირების პირობებს და სისტემატურად ახდენდა მოთამაშეებზე ფსონების დასადებად სესხების უკანონოდ გაცემას, რითაც შპს "კაზინო აჭარამ" 7 თვის განმავლობაში მიიღო 12 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი.