loader

მიხეილ სააკაშვილი არსენი იაცენიუკს დაუპირისპირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი არსენი იაცენიუკს დაუპირისპირდა

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრემიერის, არსენი იაცენიუკის კრიტიკის შემცველი ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. "liga.net" ცნობით, ჩანაწერში ოდესის გუბერნატორი აღნიშნავს, რომ ის მზად არის ისაუბროს "ფაქტების ენით". სააკაშვილის თქმით, არსენი იაცენიუკის პრემიერობის პერიოდში სახელმწიფო კომპანიების არსებობა უკრაინას 4,5 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა. მისივე თქმით, ოდესის საბაჟო სამსახურში მთავრობის მანიპულაციების შედეგად სახელმწიფო ხაზინა თვის განმავლობაში 18.2 მილიონი დოლარ ზარალს ნახულობს.

გუშინ "მეხუთე არხთან" ინტერვიუში საქართველოს ექსპრეზიდენტმა იაცენიუკი გადაწყვეტილებების ოლიგარქების სასარგებლოდ მიღებაში დაადანაშაულა, რასაც მოგვიანებით თავად უკრაინის პრემიერი გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ემოციები და დაუსაბუთებელი ბრალდებები მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამს წყალს. ამასთან, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერის პოსტზე შესაძლო დანიშნვის შესახებ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია.