loader

მეორედ დაბადება - ბიჭი, რომელმაც 14 წელი სიჩუმეში გაატარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეორედ დაბადება - ბიჭი, რომელმაც 14 წელი სიჩუმეში გაატარა

ზუსტად 14 წელი ყოველი დღე ანბანის გამეორებით იწყებოდა. ყველა ასოს ტუჩების მოძრაობით იმახსოვრებდა, მაგრამ მათი ჟღერადობა ყველასგან განს­ხვავებული იყო... არ ესმოდა არც ერთი­ ბგერა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა. 2008 წელს 14 წლის სმენადაქვეითებული თემურ მახნიაშვილის ცხოვრება აგვისტოს ომმა ყველა მნიშვნელობით რადიკალურად შეცვალა. ამბობს, რომ შვიდი­ წლის წინ მეორედ დაიბადა. ყველაფერი კი პოლონეთსა და მის ყოფილ პრეზიდენტს, ტრაგიკულად დაღუპულ ლეხ კაჩინსკის უკავშირდება. ახლა 21 წლისაა. ბებიასთან, პაპასა და ახალშერთულ მეუღლესთან ერთად ხურვალეთის­ კოტეჯებში ცხოვრობს.­ იანვარში ტყუპი გოგონას მამა გახდება.

"იმ სიჩუმეში, სადაც ოპერაციამდე ვცხოვრობდი, სულ სხვანაირად წარმომედგინა ბებიასა და პაპას ხმა. ოპერაციის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ თურმე ყველაფერი ხმას გამოსცემს. ახლა უკვე ძველ და ახალ სამყაროს ერთმანეთში ვაერთიანებ" - ამბობს თემურ მახნიაშვილი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

წაიკითხეთ ვრცლად kvirispalitra.ge-ზე

ასევე იხილეთ: ომგამოვლილი გორელი გოგონას შეცვლილი ცხოვრება და ლეხ კაჩინსკის საჩუქრის ემოციური ისტორია