loader

"მხოლოდ ვოლსკიმ და საგანელიძემ არ შეიძლება წერონ საარჩევნო სისტემა" - არასაპარლამენტო ოპოზიციის ახალი ინიციატივა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მხოლოდ ვოლსკიმ და საგანელიძემ არ შეიძლება წერონ საარჩევნო სისტემა" - არასაპარლამენტო ოპოზიციის ახალი ინიციატივა

არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების მონაწილეობით ინტერპარტიული ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. ინტერპარტიულმა ჯგუფმა დღეს სასტუმრო "რედისონში" შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის: მამუკა კაციტაძე, პაატა დავითაია, ზურაბ ხარატიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ახვლედიანი, კახა კუკავა, ასევე, არასამთავრობო სექტორის წევრები.

არასაპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრებით, უმჯობესია, რომ პარლამენტში ინტერპარტიული ჯგუფის შექმნის ინიცირება ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" მოახდინონ, ხოლო უპრიანი იქნება, თუკი ინტერპარტიულ ჯგუფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უხელმძღვანელებს.