loader

ცეცხლოვანი შოუ შატილის კოშკებზე - დღესასწაული, რომელიც ხალხისგან დაცლილ მაღალმთიან სოფელს აცოცხლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცეცხლოვანი შოუ შატილის კოშკებზე - დღესასწაული, რომელიც ხალხისგან დაცლილ მაღალმთიან სოფელს აცოცხლებს

შატილის კოშკებზე მოძრაობის თეატრის ცეცხლოვანი შოუ მაღალმთიანი სოფლის სტუმრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს შატილობა 2015-ის ერთ-ერთი კულმინაცია იყო, რომელიც 5 სექტემბერს სპორტულ-კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა. შეჯიბრება დოღში, თეატრალური წარმოდგენები და ფოიერვერკი - სახალხო დღესასწაულმა ადგილობრივ და მოწვეულ სტუმრებს უმასპინძლა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის, "გაიცანი საქართველოს" ფარგლებში, წელს შატილობა 34-ედ ჩატარდა. შატილს ზაფხულში ჩასული ტურისტები და ბარად მცხოვრები ხევსურები აცოცხლებენ. სახალხო დღესასწაული სტუმრებს მომავალ წელსაც უმასპინძლებს. შატილობა - ერთადერთი დღესასწაულია, როდესაც ხალხისგან დაცლილ სოფელში სტუმრები სხვადასხვა კუთხიდან ამოდიან.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი