loader

წიგნი, რომელიც ყველა თინეიჯერს დააინტერესებს - გეილ ფორმანის კიდევ ერთი ბესტსელერი ქართულ ენაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წიგნი, რომელიც ყველა თინეიჯერს დააინტერესებს - გეილ ფორმანის კიდევ ერთი ბესტსელერი ქართულ ენაზე

ტრაგედიის, მისტიკისა და რომანტიზმის საუკეთესო ნაზავი - ასე აფასებენ კრიტიკოსები წიგნს, რომლის ქართული თარგმანის წაკითხვა ახლა ქართველ თინეიჯერებსაც შეუძლიათ. ამერიკელი მწერლის, გეილ ფორმანის მორიგი ბესტსელერის - "მე აქ ვიყავი" შესაძენად, "ბიბლუსი გალერეასთან", ტრადიციულად, თინეიჯერების რიგი დადგა.

"მე აქ ვიყავი" 18 წლის კოდი რეინოლდსის ამბავს მოგვითხრობს. საუკეთესო მეგობრის თვითმკვლელობით შეძრული თინეიჯერი მისი სუიციდის მიზეზის გამოკვლევას ცდილობს, რასაც მოულოდნელ შედეგებამდე მიჰყავს და თავდაყირა აყენებს მის დამოკიდებულებას არა მხოლოდ გარდაცვლილი მეგობრისადმი, არამედ მის შეხედულებებს ცხოვრებაზე, სიყვარულსა და სიკვდილზე.

"პალიტრა L"-ის პროექტ "ლიბერთინსის" სხვა გამოცემების მსგავსად, გეილ ფორმანის "მე აქ ვიყავი", აქციის ფარგლებში, 12 ლარის ნაცვლად 3 ლარად გაიყიდა.

ავტორები: თამარ კორკოტაშვილი, გიორგი შეყილაძე