loader

როგორ უყურებს ქართული საზოგადოება ქალს, რომელიც შვილს ქორწინების გარეშე აჩენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ უყურებს ქართული საზოგადოება ქალს, რომელიც შვილს ქორწინების გარეშე აჩენს

საქართველოში ეროვნული მენტალიტეტისა და ტრადიციების გავლენა საზოგადოების შეხედულებებზე აისახება. თუმცა, არსებობს სხვადასხვა საკითხი, რომლებზე მსჯელობის დროსაც, შესაძლოა, რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებები გამოვლინდეს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ქართულ საზოგადოებაში განსხვავებულ რეზონანსს იწვევს, ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენაა.

ქალის მიმართ, რომელიც შვილს ქორწინების გარეშე აჩენს, რამდენიმე წლის წინ, ძირითადად, უარყოფითი დამოკიდებულება იყო. ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, საზოგადოების ძირითადი ნაწილი იმ აზრს ემხრობოდა, რომ ქალმა უნდა შექმნას ოჯახი და ისე გააჩინოს შვილი. თუმცა, დღეს ამ საკითხისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა. AMBEBI.GE-სა და "პალიტრა TV"-ის მიერ ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ საინტერესო ტენდენციები გამოკვეთა.