loader

არეულობა ალანიაში - თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არეულობა ალანიაში - თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

თურქეთის საკურორტო ქალაქ ალანიაში გვიან ღამე შეტაკებები მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე რესტორანსა და ღამის კლუბს ცეცხლიც გაუჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი "ლას-ვეგასი" მთლიანად დაიწვა. მთელი ღამე ქალაქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები მუშაობდნენ.

არეულობა ალანიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქურთების მუშათა პარტიის" მებრძოლებმა 14 სამართალდამცველი მოკლეს. მომხდარის შემდეგ ნაციონალისტები თავს დაესხნენ ქურთების მხარდამჭერი პარტიის ოფისს ალანიაში. ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"საქართველოს საელჩო მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამოიჩინონ სიფრთხილე, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +905336903040. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, თურქეთში მგზავრობის ან იქ ყოფნის პერიოდში გაითვალისწინონ თურქეთის შესაბამისი სამსახურების მიერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გაფრთხილებები", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.