loader

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა 2.44 ლარს მიაღწია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა 2.44 ლარს მიაღწია

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.42-2.44 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.37-დან 2.40 ლარის ფარგლებში იბარებენ.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.43-დან 2.48 ლარამდე მერყეობს. ამ დროის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.48 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.36 ლარად.

"თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.4550 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.3850 ლარად. რაც შეეხება "პროკრედიტ ბანკს", აქ 1 აშშ დოლარი 2.4750 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.3650 ლარად არის შესაძლებელი.

ავტორი: ნათია რუხაძე