loader

რას ფიქრობენ ქართველები უცხოელზე ქორწინებაზე: "რატომაც არა... სავსე მკერდით, კარგი ინტელექტით..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ფიქრობენ ქართველები უცხოელზე ქორწინებაზე: "რატომაც არა... სავსე მკერდით, კარგი ინტელექტით..."

გაყვებოდით/მოიყვანდით თუ არა უცხოელს? სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ქართველების უმრავლესობა საკითხის მიმართ დადებითადაა განწყობილი და სიყვარულის შემთხვევაში, მზადაა, ნებისმიერი ეროვნების ადამიანზე იქორწინოს.

ფსიქოლოგ ნანა ჩიჩუას თქმით, ადამიანების სურვილი, შექმნან ოჯახი უცხოელთან, ციფრული ტექნოლოგიის ეპოქის გავლენითაა ნაკარნახევი. მისივე თქმით, შერეული ქორწინება ეთნოსის გაჯანსაღებას უწყობს ხელს: "გენეტიკური თვალსაზრისით, რაც უფრო მეტია შერეული ქორწინება, მით მეტად ჯანსაღი ხდება ეთნოსი და თაობა. შერეული ქორწინება არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. მაგრამ ის, რომ თვითიდენტობის საკითხი, ეროვნული კუთვნილება უკვე სუსტდება, ეს ფაქტია. ეს შეუქცევადი პროცესია. ეს არის გლობალიზაცია, ციფრული ტექნოლოგიის რეზულტატი", - ამბობს ფსიქოლოგი.

ავტორი: თამარ კორკოტაშვილი

ასევე იხილეთ: რომელი ეროვნების წარმომადგენლებზე ქორწინდებიან ყველაზე ხშირად ქართველი ქალები და მამაკაცები