loader

ვინ იყო ბიჭი, რომელმაც მაღლივის ხიდთან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო ბიჭი, რომელმაც მაღლივის ხიდთან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ცნობილია გარდაცვლილის ვინაობა - ის თსუ-ს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი ზუკა კოკაია იყო. ის მონაწილეობდა "რუსთავი 2"-ის იუმორისტულ შოუში "გააცინე და მოიგე".

23 წლის ზუგდიდელი ბიჭი თვითმკვლელობის მიზნით მაღლივის ხიდიდან გადახტა. თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ზუკამ ვრცელი სტატუსი დაწერა "ფეისბუქზე", სადაც მშობლებს, მეგობრებს გამოემშვიდობა. კომენტარებში სწერდნენ, რომ არაფერი გაებედა, თუმცა ის აღარავის გამოეხმაურა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მან თავი მოიკლა.

ინფორმაციას თვითმკვლელობის შესახებ შსს-შიც ადასტურებენ. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.