loader

3 გამორჩეული ტაძარი აჭარაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 გამორჩეული ტაძარი აჭარაში

ბოლო ათწლეულებში აჭარაში არაერთი ტაძარი და მონასტერი აშენდა. "პალიტრა ტვ" მხოლოდ სამი მათგანის შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო გამორჩეულია.

სალიბაურის წმინდა სამების ტაძარი ბათუმიდან დაახლოებით 8 კილომეტრში მდებარეობს. ტაძრის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე სრულდება და იგი საზეიმოდ 8 ოქტომბერს ეკურთხება. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ეს ეკლესია რუსეთში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენის შემოწირულობით აშენდა. ახალაგებული ტაძრის ეზოდან ბათუმისა და ზღვის არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ტაძრის უკან სამების სახელობის დედათა მონასტერია.

ფერიის მთასთან ახლოს მდებარე ეს მონასტერი გრანდიოზულია და მნახველზე ციხე-კოშკის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყოველთა ქართველთა წმინდანთა სახელობის დედათა მონასტერში კელიებთან ერთად რამდენიმე ტაძარი შენდება. მათ შორის ერთ-ერთი წმინდანად ახლადშერაცხული გაბრიელ ბერის სახელობის იქნება.

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერი კი მე-7-8 საუკუნეების ნატაძრალთან აშენდა. სარფთან ახლოს, სოფელ კალენდერეში მონასტრის მშენებლობა დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო, ტაძრის მშენებლობა კი ცოტა მოგვიანებით. კალენდერე სისხლიან მდინარეს ნიშნავს. ეს სახელი მას დაახლოებით 4 საუკუნის წინ მომხდარი ფაქტის გამო ეწოდა: ოსმალებმა სარწმუნოებისთვის 300 ლაზ მეომარსა და სასულიერო პირს თავები მოჰკვეთეს და მდინარეში გადაყარეს. 2003 წელს კი ამ ადგილას 300 ლაზი ქრისტიანულად მოინათლა.