loader

საზარელი კადრები: მექაში სამშენებლო ამწე მეჩეთს დაეცა და ხალხი მოიყოლა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი კადრები: მექაში სამშენებლო ამწე მეჩეთს დაეცა და ხალხი მოიყოლა (+18)

საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ამწის ჩამოვარდნის შედეგად 107 ადამიანი დაიღუპა. უზარმაზარი ამწე გუშინ საღამოს ჩამოვარდა და მეჩეთს დაეცა მაშინ, როდესაც ის მორწმუნეებით იყო სავსე.
მომხდარს ჭყლეტვაც მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 230-ზე მეტი ადამიანი.
როგორც საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, სულაიმან ბინ-აბდულაჰ ალ-ამრი აცხადებს, ამწის ჩამოვარდნა ძლიერმა ქარმა და გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.
მექა მუსლიმანთა წმინდა ქალაქია, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით მომლოცველი სტუმრობს. წელს ქალაქში მუსლიმანთა პილიგრიმობა-ჰაჯი თვის ბოლოს გაიმართება.