loader

მარნეულში 6 კილოგრამზე მეტი კანაფი ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარნეულში 6 კილოგრამზე მეტი კანაფი ამოიღეს

სამართალდამცველებმა 6 კილოგრამზე მეტი კანაფი ამოიღეს. მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გამლეტ მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით მარნეულში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 36,244 გრ გამომშრალი მარიხუანა, ხოლო ეზოდან 6 კილოგრამზე მეტი კანაფი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაკავებულს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამლეტ მ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს.