loader

BMW-ს ხელმძღვანელმა ფრანკფურტში ახალი სედანის წარდგენის დროს გონება დაკარგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

BMW-ს ხელმძღვანელმა ფრანკფურტში ახალი სედანის წარდგენის დროს გონება დაკარგა

BMW-ს გენდირექტორმა ჰარალდ კრიუგერმა ფრანკფურტში საერთაშორისო ავტოსალონის გახსნაზე კომპანიის სიახლეების პრეზენტაციის დროს სცენაზე გონება დაკარგა.

BMW პრეზენტაცია შეწყვიტა, 46 წლის გენდირექტორი კი სცენიდან დაუყოვნებლივ გაიყვანეს. პრეზენტატია გაურკვეველი დროით გადაიდო. კრიუგერი ავტოსალონში, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ ტარდება, BMW-ს ხელმძღვანელის რანგში პირველად გამოჩნდა.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, კრიუგერს თავბრუ დაეხვა. ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია და თავს უკეთესად გრძნობს. ფრანკფურტში გამოფენაზე BMW-მ 7-ე სერიის განახლებული სედანი უნდა წარმოადგინოს.