loader

გინება და გაწევ-გამოწევა საკრებულოში - მშენებელი კომპანიის დირექტორი მოსახლეობის წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გინება და გაწევ-გამოწევა საკრებულოში - მშენებელი კომპანიის დირექტორი მოსახლეობის წინააღმდეგ

ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა თბილისის საკრებულოში კამათის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. კომისია თამარაშვილის ქუჩის #13-ში იპოდრომთან არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებულ პროექტს განიხილავდა. "არქი ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ილია წულაიამ თამარაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მცხოვრებს ნოდარ ჩხოლარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა, საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატები და დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მოითხოვენ, რომ გეგმის არსებული სახით დამტკიცება მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს, რადგან დაგეგმილია დაახლოებით 13 ახალი 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობა. მათივე თქმით, მშენებლობები გამოიწვევს ხეების გაჩეხვას.

კომისია ამ საკითხს უახლოეს პერიოდში კვლავ დაუბრუნდება და შემდგომ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანა მოხდება.