loader

ავარიაში დამნაშავე მთვრალმა მღვდელმა შემთხვევას "ღვთის სასჯელი" უწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარიაში დამნაშავე მთვრალმა მღვდელმა შემთხვევას "ღვთის სასჯელი" უწოდა

ვიდეორეგისტრატორით გადაღებული ამ ავარიის თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მთვრალი მძღოლი, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია, მღვდელია და რუსეთის სოფელ კივატის ყაზანის ღვთიმშობლის ეკლესიაში მსახურებს.

ქალი, რომლის მანქანასაც ღვთისმსახური დაეჯახა, ბავშვთან ერთად იყო და შოკირებულმა პასუხი მოსთხოვა დამნაშავე მძღოლს, რომელიც ზედმეტი სასმლისგან ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. "მე ასე დავისაჯე" - იმეორებდა განუწყვეტლივ რამდენიმე სიტყვას ავარიის გამომწვევი მამაკაცი.