loader

ჯიჰადისტზე შეყვარებულმა 15 წლის დანიელმა გოგონამ დედა დანით მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯიჰადისტზე შეყვარებულმა 15 წლის დანიელმა გოგონამ დედა დანით მოკლა

"ისლამური სახელმწიფოს" ვიდეორგოლების ნახვის შემდეგ 15 წლის დანიელმა გოგონამ დედა მოკლა. პოლიციის ინფორმაციით, ლიზა ბორკს 29 წლის ერაყელი ბაჰტიარ მოჰამედ აბდულა შეუყვარდა, როდესაც ლტოლვილთა ბანაკში მოხალისედ მუშაობდა. აბდულა რადიკალი ისლამისტი აღმოჩნდა და გოგონა დაარწმუნა მასთან ერთად სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ჩასარიცხად წასულიყო. წყვილი ბოევიკების მიერ ბრიტანელი ტყვეების სიკვდილით დასჯის სცენებს ხშირად უყურებდა, რის შემდეგაც ლიზას დედის - ტინა რემერ ჰოლტეგარდის მოკვლა გადაწყვიტეს.

ბორკმა და აბდულამ ქალს სამზარეულოს დანა ოცჯერ დაარტყეს, რის შემდეგაც გოგონამ პოლიცია გამოიძახა. ტელეფონში მან თქვა, რომ დედის ყვირილი გაიგო, ფანჯარაში გაიხედა და თეთრკანიანი მამაკაცი დაინახა, რომელიც გარბოდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ ლიზა სასტუმრო ოთახში სკამზე იჯდა და iPhone-ით ვიდეორგოლებს უყურებდა. გოგონას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ერაყელს კი 13 წელი, ვადის ამოწურვისთანავე კი დანიიდან დეპორტაცია.