loader

გიგი უგულავას გამოსაშვებად მატროსოვის ციხესთან მისი მეგობრები და მხარდამჭერები მივიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგი უგულავას გამოსაშვებად მატროსოვის ციხესთან მისი მეგობრები და მხარდამჭერები მივიდნენ

ე.წ. მატროსოვის ციხესთან ხალხმრავლობაა. ტერიტორიაზე გიგი უგულავას მხარდამჭერები, ოჯახის წევრები და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იმყოფებიან. ხალხმრავლობიდან გამომდინარე საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.

დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატები ე.წ. მატროსოვის ციხეში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარებას ვერ ახერხებენ.

დაცვის მხარეს ე.წ. მატროსოვის ციხესთან მიტანილი აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია. თუმცა, ადვოკატების განმარტებით, დაწესებულების წარმომადგენლები მათ ეუბნებიან, რომ კანცელარია დაკეტილია და თავად საბუთების მიღების უფლება არ აქვთ.

იხილეთ ასევე: ის ბრძენკაცი ახლა თავს იმძინარებს - თამარ ჩერგოლეიშვილი და სხვა "ცნობილები" მატროსოვის ციხესთან

ამერიკის დროშიანი ბაბუ გიგი უგულავას მხარდასაჭერად მატროსოვის ციხესთან

"ოქრიკას" დედა გიგი უგულავას მხარდაჭერას უცხადებს