loader

გიგი უგულავას მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგი უგულავას მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გიგი უგულავას მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, გიგი უგულავა არის უკანონო პატიმარი და საჭიროამ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გიგი უგულავა არ იმსახურებს, რომ ის სასამართლოდან კვლავ ბადრაგის თანხლებით გამოვიდეს. "გიგი უგულავა უკვე 15 საათია, არის უკანონო პატიმარი. ის აუცილებლად უნდა იყო გათავისუფლებული. გიგი უგულავა არ იმსახურებს, რომ სასამართლო დარბაზიდან კვლავ გამოვიდეს ბადრაგის თანხლებით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით მიხელაძემ.

აქციის მონაწილეებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით: "თავისუფლება გიგი უგულავას", "არა უკანონო პატიმრობას".

ავტორები: ჯონი პატარკაციშვილი; გიგა ხურცილავა