loader

"გინდათ მითხრათ რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ უგულავას ეხება?" - დიალოგი სასჯელაღსრულების მინისტრსა და უგულავას ადვოკატს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გინდათ მითხრათ რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ უგულავას ეხება?" - დიალოგი სასჯელაღსრულების მინისტრსა და უგულავას ადვოკატს შორის

გიგი უგულავას შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ქალაქის ყოფილი მერის ადვოკატებმა გიორგი ბექაურმა და ბექა ბასილაიამ გვიან ღამითვე შესაბამისი მიმართვა სასჯელაღსრულების სამინისტროში მიიტანეს. სამინისტროს ფოიეში მინისტრ კახი კახიშვილსა და ადვოკატებს შორის დიალოგი გაიმართა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გუშინ, 21.00 საათზე გამოაცხადა. "სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში"