loader

"გიგი უგულავას გამოსვლა მოაახლოვებს ამ მთავრობის დასასრულს" - ყოფილი მერის ოჯახი და მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გიგი უგულავას გამოსვლა მოაახლოვებს ამ მთავრობის დასასრულს" - ყოფილი მერის ოჯახი და მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოში

გიგი უგულავას ადვოკატის შუამდგომლობაზე, რომლითაც დაცვის მხარე საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას გათავისუფლებას ითხოვს, თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. მოსამართლეთა კოლეგია ამ საკითხის განხილვას დღეს, 17:00 საათზე დაიწყებს.

ადვოკატებმა შუამდგომლობის განხილვის მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართეს. ამასთნ, ადვოკატები "ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე მიმდინარე პროცესის გადადებას ითხოვენ. საქალაქო სასამართლოს ეზოში დღეს მთელი დღის მანძილზე იკრიბებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და გიგი უგულავას მეგობრები.

ავტორები: ჯონი პატარკაციშვილი; გიგა ხურცილავა