loader

ზედახორა იაპონიის პარლამენტში: ჩხუბობს ყველა - კაცი, ქალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზედახორა იაპონიის პარლამენტში: ჩხუბობს ყველა - კაცი, ქალი

იაპონიის პარლამენტში კანონპროექტის განხილვის დროს ჩხუბი ატყდა. კანონპროექტი ქვეყანას საზღვარგარეთ ბრძოლის უფლებას აძლევს.

ოპოზიციონერი დეპუტატები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ხმის მიცემისთვის და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს მისცვივდნენ. ჩხუბში ქალებიც ჩაერთვნენ. კანონპროექტი პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ წამოაყენა, რომელიც თვლის, რომ ქვეყანამ საერთაშორისო სამხედრო კამპანიებში უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს. ოპოზიცია და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კი ამ გეგმას მხარს არ უჭერს.

მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ იაპონიამ სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობაზე უარი თქვა და ეს კონსტიტუციით უზრუნველყო.