loader

მამაკაცმა საკუთარი ბინის გაქურდვას ონლაინში უყურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა საკუთარი ბინის გაქურდვას ონლაინში უყურა

ნიუ-იორკელმა დენი უილერმა მოწყობილობა Canary-ის და იმავე სახელწოდების მობილური პროგრამის გამოყენებით, გაიგო, რომ მისი არყოფნის დროს მის სახლში უცხო ადამიანები შევიდნენ და ქურდების ქმედებას ონლაინში უყურა.

Canary სახლის მფლობელს მსგავს შემთხვეაში ქმედების ორ ვარიანტს სთავაზობს: ან სახლში ქურდების შეღწევა სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინოს ან სახლში განგაშის ზარი ჩართოს, რომელმაც შეიძლება ქურდები დაფრთხოს.

უილერმა პირველი ვარიანტი აირჩია და სასწრაფოდ სახლში გაემართა, მაგრამ მისი მისვლისთვის ქურდებმა მიმალვა მოასწრეს და თან 500 დოლარის ღირებულების ნივთები წაიღეს.