loader

იმედი მაქვს, სირთულეები, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, გამოსწორდება - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იმედი მაქვს, სირთულეები, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, გამოსწორდება - ილია მეორე

იმედი მაქვს, სირთულეები, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, გამოსწორდება და საქართველო აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაიბრუნებს, - ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქი მოსკოვის სასულიერო სემინარიის და აკადემიის რექტორს, ვერიის მთავარესპისკოპოსს ევგენის მასპინძლობს. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მან მოსკოვის სასულიერო სემინარია 1960 წელს დაამთავრა.

უწმინდესმა მოსკოვის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორს წმინდა სამების ხატი გადასცა. თავის მხრივ სამებაში შეკრებილ მრევლს მთავარეპისკოპოსმა ევგენიმაც მიმართა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თბილისის სასულიერო აკადემიებს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის შეთანხმება და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და განვითარდება.