loader

"ფეხებში მგრძნობელობა მაქვს დაკარგული, მაინც მოვდივარ" - პატრიარქმა ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის ჯვარი აკურთხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფეხებში მგრძნობელობა მაქვს დაკარგული, მაინც მოვდივარ" - პატრიარქმა ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის ჯვარი აკურთხა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვარი აკურთხა.
ჯვრის კურთხევამდე პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა ტაძრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ქრისტიანებს მოუწოდა, ჯვარს ემთხვიონ და წყალობა ითხოვონ. ილია მეორემ ქადაგებაში აღნიშნა, რომ საქართველოს ღვთისმშობელი არ ტოვებს.

ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლთან ერთად ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე..." წარმოთქვა. პატრიარქმა პარაკლისი აღასრულა, რის შემდეგაც ჯვრის კურთხევის ცერემონია დაიწყო. ჯვრის კურთხევის ცერემონიის დასრულების შემდეგ მრევლს ჯვარზე მთხვევის საშუალება მიეცა. მომლოცველებს ღვითისმშობლის ხატებს ჩუქნიან. პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, რომ ღვთიმსშობლის ხატის უკანა გვერდზე დაწერილი ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე..." წაიკითხონ.

ავტორები: ჯონი პატარკაციშვილი, გიგა ხურცილავა