loader

"დილა წიგნებისა" - სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დილა წიგნებისა" - სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული

ყოველ ორშაბათს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში, 08:45 საათზე, რუბრიკით "დილა წიგნებისა", მწერალი Toresa Mossy და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კვირის საგამომცემლო სიახლეებს მაყურებელს აცნობენ.

დღეს, რუბრიკის წამყვანები სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის შესახებ მოგითხრობენ. გიორგი კეკელიძე ამ სერიის მორიგ წიგნს წარმოგიდგენთ - მეურმის ენციკლოპედია დღეს "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვიდა. ეს წიგნი არ არის კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლებისთვის, არამედ ის ბუნების მოყვარულთა და ბუნებაში მომუშავეთათვისაც ძალიან საჭირო ნიუანსებს შეიცავს.

Toresa Mossy კი სამაგიდო წიგნების ათეულის დარჩენილ გამოცემებს გაგაცნობთ - ქართლის ცხოვრების ენციკლოპედია; საოჯახო ენციკლოპედია და ვეფხისტყაოსანი. სერიის ფარგლებში გამოსაცემ ბოლო - მეათე წიგნს, თავად მკითხველი ირჩევს.