loader

2 წლის გოგონა განქორწინებულ მშობლებს ჭკუას არიგებს: "ნუ გაბრაზდებით, იყავით ბედნიერები" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2 წლის გოგონა განქორწინებულ მშობლებს ჭკუას არიგებს: "ნუ გაბრაზდებით, იყავით ბედნიერები"

კანადაში მცხოვრებმა ჩერიშ შერიმ თავისი 6 წლის ქალიშვილის - ტატიანას გულისამაჩუყებელი მიმართვა გამოაქვეყნა "ფეისბუკზე", სადაც ის განქორწინებულ მშობლებს ჭკუას არიგებს და სთხოვს, ერთმანეთს კარგად მოეპყრნონ.

"როდესაც სახლში დავბრუნდი და ავტოფარეხში მანქანის დაყენებას ვცდილობდი, ჩემი გოგონას ყვირილი მომესმა: "გაჩერდი დედა"! ჩემი ფეხსაცმელების კარადა გადმოვარდნილა და 50 წყვილი ძირს გაიფანტა. გადმოვედი მანქანიდან და ამ დროს ალფრედმა (ყოფილი ქმარი) დაიწყო ყვირილი. ტანიამ დახმარება შემომთავაზა და ფეხსაცმელების დალაგება დაიწყო, ალფერდიც წაგვეხმარა, ამ დროს კი როდესაც ამ საქმეში ვიყავით ბავშვი მოგვიბრუნდა ორივეს და გვითხრა: "არ გინდათ, რომ შეეცადოთ და ერთმანეთს კარგად მოეპყროთ?! როგორც მეგობრები ეხმარებიან ერთმანეთს. ნუ გაბრაზდებით და იყავით ბედნიერები". მისმა სიტყვებმა შოკში ჩამაგდო. შემდეგ მე და ტანია დავსხედით და ის რაც მითხრა ვიდეოზე ჩავწერე", - წერს ჩერიში "ფეისბუკზე".