loader

"თბილისელი ხულიგნები" უცხოელების წინააღმდეგ - რასიზმი თბილისის ქუჩებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თბილისელი ხულიგნები" უცხოელების წინააღმდეგ - რასიზმი თბილისის ქუჩებში

ფეისბუქ-გვერდზე Georgian Ultras შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა: კადრებში ჩანს, რა სასტიკად ექცევიან ქართველი ახალგაზრდები უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს თბილისში. ვიდეოს თანდართული აქვს ტექსტი: "ბერგმანი ზანგების წინააღმდეგ. დინამოს ხულიგნური ფირმა ხშირად აწყობს მსგავს "გაწმენდით სამუშაოებს". თბილისელი ხულიგნების სამიზნეს ძირითადად ზანგები წარმოადგენენ, მაგრამ წინააღმდეგობა არსებობს ასევე თურქების და არაბების მიმართ".

დაჯგუფებას "ბერგმანი" ეწოდება, ფეისბუქის გვერდზე მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან ფოტოებში სახეებზე ნიღბები და ბენდენები აქვთ აფარებული. ვიდეოს აღშფოთებული კომენტარები მოჰყვა. ფეისბუქ-მომხმარებლები კომენტარებში შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რეაგირებასაც მოითხოვენ.