loader

"მშობელი არ არის ვალდებული დამატებით გადაიხადოს თანხა" - სკოლებში ფულის აკრების საკითხს მინისტრი ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მშობელი არ არის ვალდებული დამატებით გადაიხადოს თანხა" - სკოლებში ფულის აკრების საკითხს მინისტრი ეხმაურება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, სკოლებში სხვადასხვა საჭიროების მიზნით, თანხის შეგროვება ნებადართული არ არის. თამარ სანიკიძე "ინტერპრესნიუსთან" გამოეხმაურა ბოლო პერიოდში გახშირებულ ინფორმაციას, რომ საჯარო სკოლებში სხვადასხვა, მათ შორის, ტუალეტის ქაღალდის შეძენის მიზნით, მშობლებს სკოლაში ფულის მიტანას სთხოვენ. მინისტრმა განმარტა, რომ ეს არის დარღვევა, სკოლას მსგავსი ქმედების უფლება არ აქვს და ასეთი რამ სკოლაში არ უნდა ხდებოდეს.

თამარ სანიკიძის განცხადებით, ნებისმიერი ხარჯი, რომელიც ასოცირებულია სწავლასთან და სასწავლო პროცესთან, სახელმწიფოს პრეროგატივაა. მინისტრის განმარტებით, თუკი რომელიმე სკოლაში რაიმე სახის დანაკლისი არსებობს და სკოლას დამატებითი დაფინანსება სჭირდება, არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც ასეთი ხარჯების დაფარვის საკითხს განიხილავს.