loader

როგორ აღნიშნეს თბილისში სტივენ კინგის დაბადების დღე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აღნიშნეს თბილისში სტივენ კინგის დაბადების დღე

"ბიბლუსი გალერეაში" გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ამერიკელი მწერლის, პროდიუსერის, რეჟისორისა და სცენარების ავტორის სტივენ კინგის საიუბილეო საღამო გამართა.

ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ გაიჭრა საიუბილეო ტორტი სტივენ კინგის გამოსახულებით. მწერლის ქართველ ფანებს საშუალება მიეცათ, ენახათ სტივენ კინგის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი და მონაწილეობა მიეღოთ გათამაშებაში. გამარჯვებული მკითხველები "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული სერიიდან "ჩემი რჩეული მსოფლიო", სტივენ კინგის ნაწარმოებებით დაჯილდოვდნენ.

ამერიკელი ავტორი საშინელებათა ჟანრის მოყვარულ ქართველ მკითხველში დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს. სტივენ კინგის საიუბილეო საღამოს დასასრულს ქართველმა ფანებმა კუმირს ვიდეომიმართვა გაუგზავნეს.