loader

"მე ვარ "მაესტროს" გადამრჩენელი" - გია გაჩეჩილაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ვარ "მაესტროს" გადამრჩენელი" - გია გაჩეჩილაძე

ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მეწილე გია გაჩეჩილაძე არხის მართვაში გადაცემას ითხოვს. როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი წინადადებებით პარტნიორებს არაერთი წერილით მიმართა. მისივე განმარტებით, მზად არის ტელეკომპანიის მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით წარმოადგინოს 10 მილიონი აშშ დოლარის საბანკო გარანტია. "ამ კომპანიაში ძალიან ბევრი სისხლი მაქვს ჩაქცეული და ყველანაირად შევეწინააღმდეგები, რომ "მაესტროს" გაკოტრება არ დავუშვა. მთელი საქართველოს გასაგონად ვიძახი, მე ვარ "მაესტროს" გადამრჩენელი" - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

როგორც ცნობილია, "მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა და ტელეკომპანიის გადახდის უუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადება მოითხოვა. მისივე თქმით, მაკა ასათიანმა მისგან აღებული კრედიტების დაფარვა სასწრაფო წესით მოითხოვა, რის შემდეგაც პარტნიორებმა გაკოტრების შესახებ საქმის დაწყება გადაწყვიტეს. გაჩეჩილაძის ამ განცხადებას მაკა ასათიანი გამოეხმაურა, სადაც მის გამონათქვამებს "პოპულისტური" უწოდა და დასძინა, რომ გაჩეჩილაძეს არანაირი რეაბილიტაციის გეგმა არ შეუთავაზებია, ხოლო თავად, საზოგადოებას  და ტელევიზიის კოლექტივს ჰპირდება, რომ ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით წარიმართება, რათა "მაესტროს" ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს.