loader

გეიმერმა მშობლებთან ჩხუბის შემდეგ, მათ თვალწინ მამის იარაღით მოიკლა თავი (18+) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გეიმერმა მშობლებთან ჩხუბის შემდეგ, მათ თვალწინ მამის იარაღით მოიკლა თავი (18+)

ტაილანდელი პოლიციის ოფიცრის ვაჟმა მშობლების თვალწინ მამის ტაბელური იარაღით მოიკლა თავი. 19 სექტემბერს, ღამით სახლში დაბრუნებულმა ანუპაპ ბუნროდმა 21 წლის ვაჟს კომპიუტერთან მიუსწრო. ბიჭი დილიდან ონლაინ-თამაშში იყო ჩართული. მამამ მას უსაყვედურა, რომ დედას ოჯახის მაღაზიის საქმეებში არ ეხმარება და მთელი დღე მხოლოდ თამაშითაა დაკავებული.

ანუპაპი ვაჟს დაემუქრა, რომ კომპიუტერის გარეშე დატოვებდა, 21 წლის ტოსავატ ბუნროდმა კი უპასუხა - "მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ". გაბრაზებულმა მამამ იარაღი ამოიღო, გადატენა და შვილს მაგიდაზე დაუგდო, იმის საჩვენებლად, რომ მას შეუძლია საკუთარო მომავალი თავად განკარგოს. კაცმა ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ ტოსავატმა თავში ისროლა.

დედამ ხანმოკლე ისტერიკის შემდეგ იარაღი აიღო და ქუჩაში გაიქცა, შეეშინდა რომ მეუღლეც თავს მოიკლავდა. ტოსავატი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.