loader

"კაი ვერ იქნებოდა, ნორმალური იყო" - "მამულიჩა" ციხეში გატარებულ დღეებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კაი ვერ იქნებოდა, ნორმალური იყო" - "მამულიჩა" ციხეში გატარებულ დღეებზე

ციხეში გატარებული პერიოდი კარგი ვერ იქნებოდა, ნორმალური იყო, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა კახა მამულაშვილმა საქალაქო სასამართლოში პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით, შეიცვალა თუ არა მისი პოზიციები, მამულაშვილმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.

კახა მამულაშვილის საქმეზე დღევანდელი სხდომა გადაიდო, ამის მოტივი გახდა მამულაშვილის საქმეში ახალი ადვოკატის ცისმარ ონიანის ჩართვა, რომელმაც საქმის მასალების გაცნობის მიზნით, დრო ითხოვა. შემდეგი პროცესი, კახა მამულაშვილის საქმეზე, 19 ოქტომბერს გაიმართება.

ასევე იხილეთ: პროკურორი "მამულიჩაზე": "ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების მოტივი, მისი პიროვნება და წარსული გახდა"