loader

პატრიარქი საოკუპაციო ხაზთან - ილია მეორემ მავთუხლართებს მიღმა მცხოვრები ოჯახი დალოცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი საოკუპაციო ხაზთან - ილია მეორემ მავთუხლართებს მიღმა მცხოვრები ოჯახი დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გორისა და ატენის ეპარქიას სტუმრობს. ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა. უწმინდესი სოფლის ცენტრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას და მიმდებარე სოფლებიდან ჩასულ მრევლს შეხვდა. შემდეგ კი მღვდელმთავრებთან ერთად მავთულხლართებთან გადაინაცვლა, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ვანიშვილის ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა.

უწმინდესმა 84 წლის დავით ვანიშვილი და მისი მეუღლე დალოცა, აჩუქა ჯვარი, სანთლები და ვერცხლის სამაჯურები წარწერით "უფალო შეგვიწყალენ", ასევე ოჯახს გარკვეული თანხაც გადასცა. უწმინდესმა დავით ვანიშვილს სთხოვა, რომ პატრიარქის ნაჩუქარი სანთლები ოჯახში ყოველდღიურად აანთონ. დავით ვანიშვილმა უწმინდესს შესჩივლა, რომ მავთულხლართებს მიღმა პატიმარივით ცხოვრობს.