loader

წულუკიანი: "დიახ, უნდა წავიდეს მოსამართლე, რომელიც ამტკიცებდა, რომ გირგვლიანმა ბუჩქებზე გამოიჭრა ყელი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წულუკიანი: "დიახ, უნდა წავიდეს მოსამართლე, რომელიც ამტკიცებდა, რომ გირგვლიანმა ბუჩქებზე გამოიჭრა ყელი"

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მიესალმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, მოსამართლე ირაკლი ადეიშვილისთვის აღარ განეახლებინა სასამართლო უფლებამოსილება. ამის შესახებ თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პირველი მოსმენით საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს იხილავენ.

"დიახ, ასეთი მოსამართლეები უნდა წავიდნენ, მაგრამ ეს ვერ იქნება მოსამართლეზე ძალადობის პოლიტიკა. მათ უბრალოდ უნდა მივცეთ საშუალება დაასრულონ ვადა, მაგრამ ნურავინ იოცნებებს იმაზე, რომ სამუდამოდ გადაინიშნებიან" - განაცხადა წულუკიანმა. მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს წინა თავმჯდომარე ამ მოსამართლეებს, მათ შორის გირგვლიანის საქმეზე მოსამართლეებს პირდებოდა, რომ ისინი როდესაც 10 წელს ამოწურავდნენ, გადაინიშნებოდნენ სამუდამოდ.