loader

ტრაგედია მექაში: "ეშმაკის ჩაქოლვის" რიტუალის მონაწილეები ჭყლეტას ემსხვერპლნენ (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია მექაში: "ეშმაკის ჩაქოლვის" რიტუალის მონაწილეები ჭყლეტას ემსხვერპლნენ (+18)

საუდის არაბეთში მომხდარი ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა რამდენიმე საათში 300-ს მიაღწია. ვრცელდება ინფორმაცია 450 დაშავებულის შესახებ. როგორც საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური იტყობინება, ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ მექას სიახლოვეს მდებარე მინას ხეობაში მოხდა, სადაც ათასობით მორწმუნე ე.წ. "ეშმაკის ჩაქოლვის" რიტუალში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მექაში ტრაგიკული შემთხვევა 11 სექტემბერსაც მოხდა. მაშინ, ამწის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 109 ადამიანი დაიღუპა და 400 დაშავდა.